|
2017-05-05 15:04:41, 647 ნახვა
მარნეულის სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს, რომელიც აზერბაიჯანელ მოსწავლეებს „სპარსელებს“ ეძახდა (ვიდეო)
მარნეულის რაიონში ნომერ მე-5 საჯარო სკოლაში, მასწავლებელმა ნ. ბაკურაძემ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლებელს "სპარსელები" უწოდა, - ამის შესახებ Aze.az იუწყება. მედიის საშუალების ინფორმაციით, მასწავლებელმა მოსწავლეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი მას ეცოდებიან. სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნული ინციდენტი ტელეფონის მეშვეობით გადაიღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მასწავლებლის ასეთი საქციელი სოციალურ ქსელში დიდი განხილვის საგანი გახდა და საქართველოში მცოხვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელების პროტესტი გამოიწვია. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა რუსლან გაჯიევმა მომხდართან დაკავშირებით განათლების სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს მიმართა. მან საჭირო ზომების მიღება მოითხოვა. დეპუტატმა საქართველოშ მცხოვრებ აზერბაიჯანლებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ. "ყველა, ქართველიც ან აზერბაიჯანელიც, უნდა იყოს ძალიან ყურადღებიანი და ფრთხილი რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებში", - აღნიშნა რუსლან გაჯიევმა. აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მარნეულის #5 სკოლიდან მასწავლებელი ნ. ბაკურაძე უნდა განთავისუფლდეს სამსახურიდან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)