|
2017-05-05 14:46:23, 1930 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს ესაუბრა
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის ქალაქ იოკოჰოამაში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრის ფარგლებში იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს ფინანსთა მინისტრ ტარო ასოს (Tarō Asō) შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება. უწყების ინფორმაციით, აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა. საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში დინამიურად ვითარდება. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში. იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის Official Development Assistance of MFA (ODA) ფარგლებში, იაპონიის მხარის მიერ საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იაპონიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით, იაპონიის მხარის მიერ ხორციელდება ტექნიკური თანამშრომლობის დახმარების პროგრამები, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყოფა. სააგენტოს მიერ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტებს შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის - ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის რეაბილიტაცია „The East-West Highway Improvement Project''. პროექტის განხორციელება 2012 წელს დაიწყო, ამ პროექტისთვის JICA-ს მიერ გამოყოფილმა სესხმა, დაახლოებით, 190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. JICA ასევე განახორციელებს 230 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებას რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში. აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 50-ე საიუბილეო ფორუმი იოკოჰამაში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. (NS)
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)