01:28 - 17 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 12:23:42, 579 ნახვა

ქუმსიშვილი: აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო ლიმიტი საქართველოსთვის გაიზრდება

შევთანხმდით, რომ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტი 200 მლნ აშშ დოლარიდან 350 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, გაგრძელდება ბანკის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ და საბიუჯეტო დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამა მომზადდება. 

აღნიშნული შეხვედრა იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში შედგა, სადაც ამჟამად ბანკის წლიური საიუბილეო 50-ე ფორუმი მიმდინარეობს. მასში საქართველოს პირველი  ვიცე-პრემიერი მონაწილეობს, როგორც საქართველოს მხრიდან ბანკის მმართველთა საბჭოს წევრი.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასევე დაიწყება აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ერთერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური პარტნიორია. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა. ესაა სივრცითი განვითარება, სადაც ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებს აფინანსებს. გარდა ამისა,  მნიშვნელოვანია ბანკის მხრიდან ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, როგორიცაა, საპენსიო, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმები“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, სამივე მიმართულებით აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მომზადდა შესაბამისი კანონპროექტები, რომლებიც განსახილველად მზადაა. ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი იმპლემენტაციის საკითხი.

„ჩვენ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც გვექნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსების საკითხზე, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, მომავალ წლებშიც გაგრძელდება. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრი სახლი: ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება
აშშ-მ ირანზე საჰაერო დარტყმების ახალი ტალღის დაწყების შესახებ განაცხადა
აშშ-მ გაამკაცრა ვიზების გაცემის წესები უცხოელი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics