|
2017-05-05 11:54:43, 1917 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო აზიის განვითარების ბანკთან ყოველწლიური საინვესტიციო ლიმიტის 350 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდაზე მოლაპარაკებებს იწყებს, გარდა ამისა, ბანკი განაგრძობს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერას საბიუჯეტო დახმარების ახალი პროგრამის საშუალებით, - ეს საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ შეხვედრაზე, რომელიც იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, ADB-ის წლიური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით. შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა აზიის განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. მან მადლობა გადაუხადა ბანკის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი იჩენს საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ. აღინიშნა, რომ ბანკთან თანამშრომლობის პროგრამა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ პროექტებზე, რომლებიც საქართველოში აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა ის დიდი მნიშვნელობა, რომელიც მათ აქვთ არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარების, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც. აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საპენსიო რეფორმის, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკმა 2015 და 2016 წლებში ორჯერ განახორციელა ფასიანი ქაღალდების ემისია ლარში, რითაც ადგილობრივ მეწარმეებს ეროვნულ ვალუტაში გრძელვადიანი საკრედიტო რესურსის მიღების შესაძლებლობა მიეცათ. აზიის განვითარების ბანკმა 2016 წელს საქართველოს გაუწია საბიუჯეტო დახმარება 100 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ქვეყანამ ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერის სანაცვლოდ მიიღო. აზიის განვითარების ბანკი ასევე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ერთერთი მსხვილი დამფინანსებელია. მისი მხარდაჭერით დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთზე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. გარდა ამისა, ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს ტექნიკური დახმარების სახითაც. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის“ (CAREC) ფარგლებში. საქართველო აღნიშნულ პროგრამას შარშან შეუერთდა. მისი ძირითადი მიმართულებაა წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარება ტრანსპორტის, რეგიონული სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისა და ენერგეტიკის მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ითქვა, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს, რაც ბანკის საინვესტიციო ლიმიტების გაზრდაში გამოიხატება. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია დაახლოებით 1,62 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი. მიმდინარე პროექტების მოცულობა შეადგენს, დაახლოებით, 1,05 მილიარდ აშშ დოლარს. ADB-ის გააჩნია ერთერთი ყველაზე შეღავათიანი რესურსი და იგი საქართველოში ყველაზე დიდი პორტფელის მქონე განვითარების პარტნიორია (ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებიდან, დაახლოებით, 30% მიმდინარეობს ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით).
(NS)
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)