12:44 - 23 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 17:31:24, 2097 ნახვა

კომენტარი
გირშელ ბართაია: პატრიოტი საზოგადოება რუსი ბაიკერების ვიზიტს აუცილებლად გააპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გირშელ ბართაიას განცხადებით, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, რუსი ბაიკერების ჩამოსვლა მოსახლეობამ უნდა გააპროტესტოს.

როგორც ბართაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მათ, ვინც რუსი ბაიკერების საქართველოში ჩამოსვლას დაუშვებენ, პასუხი უნდა მოეკითხოთ.

"მთავარი ამბავი არის ის, რომ ამ ხელისუფლების უპასუხისმგებლობის და კოლაბორაციონალისტური პოლიტიკის, რუსეთის მიმართ მაამებლური ტონის გამო, ამოტივტივდნენ ადამიანები, რომლებიც არიან პუტინის მონები და რომლებიც, ხელს საქართველოში რუსულ პროპაგანდას უწყობენ. ეს არის ხელისუფლების ბრალი, რადგან ყველა სადავე მიშვებული აქვთ და ამ ადამიანებს გახსნილი აქვთ ასპარეზი. ყველა ადამიანს, რომელიც ჩვენი მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს, შესაბამისი პასუხი უნდა მოეკითხოს და ამის დროც დადგება. ამის მიმართ პროტესტი ნამდვილად უნდა იყოს. ნათელი, შეგნებული და პატრიოტი საზოგადოება აუცილებლად გამოხატავს პროტესტს. მეც, პირადად შევუერთდები პროტესტს და მორალურად მხარს დავუჭერ. ვთვლი, რომ საქართველოში არ არის რუსული ჩექმის პარპაშის დრო. ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებას ყველამ ერთად უნდა გავაგებინოთ, რომ კოლაბორაციონალისტური პოლიტიკა არ გაუვათ. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, უნდა განვითარდეს პროდასავლური კურსით და საბჭოთა კავშირში არასდროს დაბრუნდება", - აღნიშნა გირშელ ბართაიამ.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, 9 მაისს, რუსი ბაიკერების კლუბის "ღამის მგლების" წევრები საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავენ.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება პეტიცია სახელწოდებით - "არ შევუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიმინალური დაჯგუფება სისტემატურად ძალავდა ბიზნესმენს ფულს, უარის შემთხვევაში ბიზნესის რეკეტით და ჯანმრთელობის განადგურებით ემუქრებოდნენ
„SARAJISHVILI“-ს, „ASKANELI“-სა და „ASKANELI V.S.O.P“-ის ბრენდების ფალსიფიციას ახდენდნენ საცხოვრებელ სახლში
პენტაგონი: ირანში კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რიცხვი 19-მდე გაიზარდა
თვეების განმავლობაში მიმდინარე დავის შემდეგ, ტრამპმა დანიასთან და გრენლანდიასთან შეთანხმებას მოაწერა ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics