15:51 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 10:24:35, 611 ნახვა

ზესტაფონის ქ. №19ა-ში გამაგრებითი სამუშაოები და მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის ქ. №19ა-ში კორპუსის სვეტი გაიბზარა. დილიდან მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. მოსახლეობის ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება. კორპუსში 95 ოჯახი ცხოვრობს - ვისაც დასარჩენი არსად აქვს, ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს მათ დაბინავებას. გამგეობა აანაზღაურებს ბინისა და სასტუმროს ხარჯებს.

შემთხვევის ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში, გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, იმყოფებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

"შენობის ნაწილის დაზიანების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში დაიდება. სპეციალისტების მიერ ავარიული ფრაგმენტის დათვალიერების შემდეგ, საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, იმისათვის, რომ აქტიურად გაგრძელდეს გამაგრებითი სამუშაოები. შენობის ავარიულობის შესახებ აქამდე საუბარი არ ყოფილა. დღევანდელი შემთხვევის გამო, კორპსუსის მთლიანად შესწავლა მოხდება, რის შემდეგაც გაგრძელდება საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაოები," - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ზესტაფონის ქ. №19ა-ში გამაგრებით სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics