05:28 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-27 10:32:25, 2378 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება
მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ხვალ გამოცხადდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი ხვალ გამოცხადდება.

მინისტრის განმარტებით ძირითადი კრიტერიუმი ფასი და ხარისხი იქნება.

"ტენდერი გამოცხადდება პარასკევს. კრიტერიუმები იქნება ფასი და ხარისხი. ხარისხი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული ლაბორატორიის შესაბამისობის სერტიფიკატი. რაც შეეხება ქართულ ორგანიზაციებს მათ რა თქმა უნდა შეეძლებათ მონაწილეობის მიღება", - აღნიშნა სერგეენკომ. 

ცნობისთვის, საუბარია, მედიკამენტების შეძენაზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულაც 100 000-სს არ აღემატება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics