09:03 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 17:24:37, 597 ნახვა

ტექნოპარკში პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხარებლო პროდუქტის პრეზენტაცია გაიმართება

27 აპრილს, ტექნოპარკში, 18 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით, „სტარტაპ საქართველოს" გამარჯვებული კომპანიის „ქნიქის" პრეზენტაცია გაიმართება.

 ღონისძიების მიზანია, დაინტერესებული პირები, სამთავრობო სტრუქტურები თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ  ახალ ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს. პრეზენტაციაზე სტუმრები მოისმენენ პროდუქტის შექმნის ისტორიას - როგორ  გაჩნდა, დაიხვეწა იდეა და განვითარების რა ეტაპზეა დღეს კომპანია.
 
ჭკვიანი ბეჭედი - „ქნიქი" პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხარებლო პროდუქტია, რომელიც დამზადებულია ეგზოტიკური ხისგან. ბეჭედს ემაგრება სხვადასხვა დაწესებულებების საშვები და „ქნიქის"  მეშვეობით შესაძლებელია, მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით, სამსახურში, სასწავლებლებში, სპორტდარბაზებსა თუ ფიტნესკლუბებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შესვლა.   ბეჭედს ემაგრება  ასევე კინოს, თეატრის კონცერტისა თუ სხვა ღონისძიებების ბილეთები.
ჭკვიანი ბეჭდის აპლიკაციით შესაძლებელია ანდროიდის ტიპის ტელეფონიდან საკონტაქტო მონაცემების, ლინკების,  ტექსტების ან სხვა ნებისმიერი მცირე ზომის ინფორმაციის ჩაწერა  და სხვა ტელეფონზე, ერთი ხელის შეხებით, აღნიშნული ინფორმაციის  გაზიარება. 

„კნიქი"ინახავს მფლობელის სამედიცინო ინფორმაციას. მას  აქვს ასევე,  ანდროიდის სმარტფონის განბლოკვის, ფანრის გახსნის, მაღვიძარას დაყენებისა  და სხვა მრავალი  ფუნქცია.
ბეჭდის შეკვეთისას, მომხმარებელს თავად შეუძლია  ფერების შერჩევა, ძვირფასი ქვის ზოლის და გრავირების დამატება.
 
შეკვეთების მიღება 27 აპრილს, პრეზენტაციაზე დაიწყება. პროდუქტის გაყიდვა მოხდება საიტიდან cnick.ge.  პირველი თვის განმავლობაში მომხმარებლები  სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს მიიღებენ.

(NS)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics