|
2015-04-09 13:16:36, 697 ნახვა
საზოგადოება
სესიაშვილი: დიდი ტრაგედიაა, როცა პოლიციელი მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება
„ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა პოლიციელი სამხედრო მოსამსახურე, მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ქაშუეთის ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა. „ძალიან დიდი ტრაგედიაა, როცა პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, მშვიდობიანობის პერიოდში იღუპება. ადამიანები, რომლებიც თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ამიტომ, ყველამ უნდა გავაკეთოთ ის, რომ ვუზრუნველყოთ ერთის მხრივ უსაფრთხოება, მაგრამ ამასთანავე არ დავუშვათ, რომ ამ საქმეში ჩვენს პოლიციელებს, სამხედროებს, სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე დაემუქროთ. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს, ხელისუფლების გასაკთებელი, ყველა უნდა გავერთიანდეთ და ამ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან ერთიანობის შენება არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



