03:38 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 10:39:34, 355 ნახვა

თბილისის მერი მოქალაქეებს ფოიერვერკების გამოყენების წესების დაცვისკენ მოუწოდებს

დავით ნარმანია მოქალაქეებს ფოიერვერკების გამოყენების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

როგორც დედაქალაქის მერმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ფოიერვერკების გამოყენებასთან დაკავშირებით  რეგულაციები დაწესდება. 

დავით ნარმანიას თქმით, დადგენილი წესის მიხედვით, სადღესასწაულო დღეების გარდა, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ღამის საათებში ფოიერვერკის გამოყენება შეიზღუდება.

„შესაძლოა, ფოიერვერკის გამოყენების წესების დარღვევას არასასურველი შედეგი მოჰყვეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველამ დავიცვათ წესები. ჩვენს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, გარდა სადღესასწაულო დღეებისა, დედაქალაქის ტერიტორიაზე ღამის საათებში ფოიერვერკების გამოყენება იზღუდება, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია. ღამის საათებში  ფოიერვერკის გამოყენება და ხმაური დისკომფორტს იწვევს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი ინტერესები იქნას გათვალისწინებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics