|
2017-04-22 14:09:54, 1034 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყებამ დედამიწის საერთაშორისო დღე გამწვანების აქციით აღნიშნა
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. გარემოსდაცვით ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც ჩაერთო. ჯარისკაცებმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ეზოში მარადმწვანე ხეები დარგეს. დედამიწის დღე მსოფლიოში პირველად 1970 წელს აღინიშნა. ეს დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. საქართველო გარემოსდაცვით ღონისძიებას 1990 წელს შეუერთდა და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის აქციებში, რომლის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ასევე სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნაა. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ყოველწლიურად გამწვანებისა და დასუფთავების სხვადასხვა აქციაში აქტიურად მონაწილეობენ.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)