22:31 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 00:15:29, 715 ნახვა

არჩილ თალაკვაძე: მთავარსარდლის ფუნქცია პრეზიდენტს რჩება და აქ არანაირი ცვლილება არ ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, კონსტიტუციური ცვლილებებით, მთავარსარდლის ფუნქცია პრეზიდენტს რჩება და ამ თვალსაზრისით, არანაირი ცვლილება არ ხდება.

რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებებს, თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოებული სამუშაო პროცესი პათოსებით არ უნდა შეფასდეს.

„ეს პროცესი იმით უნდა შევაფასოთ, რაც რეალურად, დოკუმენტში წერია. მთავარსარდლის ფუნქცია პრეზიდენტს რჩება და აქ არანაირი ცვლილება არ ხდება და ეს მართალი არ არის. რაც შეეხება დანარჩენ პრინციპებს, თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საპარლამენტო მმართველობის მოდელთან შესაბამისობაში ახალი კონსტიტუცია იქნება. 

შესაბამისად, საპარლამენტო მმართველობა მთელ ევროპაში იმას ნიშნავს, რომ აღმასრულებელი ფუნქციების დელეგირება პრემიერ-მინისტრზეა. პრაქტიკულად, ეს დღესაც ასეა და მომავალშიც საპარლამენტო მოდელის გაძლიერება მოხდება. პრეზიდენტს ყველა ის ძირითადი ფუნქცია უნარჩუნდება, რომელიც მას დღეს აქვს. 

თუნდაც, ეს არის მთავარსარდლის სტატუსი,  გენერალურ შტაბთან მიმართებაში მისი ფუნქცია, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა და სხვა ფუნქციები. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ პათოსებით უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რაც იურიდიულ დოკუმენტებთან მიმართებაში არსებობს”, - აღნიშნა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics