|
2017-04-20 15:44:41, 1315 ნახვა
სამხედრო
რობერტ ონდრეცსაკი: სლოვაკეთი აფასებს საქართველოს კონტრიბუციას ნატოს ეგიდით მიმდინარე და სხვა საერთაშორისო მისიაში
საქართველოში ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რობერტ ონდრეცსაკი იმყოფება. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს სლოვაკ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ლელა ჩიქოვანმა რობერტ ონდრეცსაკს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმარს უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და ტრანსფორმაციის პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა და ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული პროექტების განხორციელება იყო. ლელა ჩიქოვანმა SNGP-ის იმპლემენტაციის პროცესში სლოვაკეთის როლზე ისაუბრა და სტუმარს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის პროექტის ფარგლებში ექსპერტის მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და პერსპექტივები გამოკვეთეს. საქართველოსა და სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს ახლო მომავალში თავდაცვის მინისტრებს შორის სტრატეგიულ დონეზე შეხვედრის აუცილებლობას და მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კოლეგა შემოდგომაზე დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვია. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)