|
2017-04-20 12:57:21, 762 ნახვა
მარგველაშვილი: კონსტიტუციის ახალი ვერსიით, პრეზიდენტს ავირჩევთ არა მოქალაქეები, არამედ ე.წ. 300 ხმოსანი
კონსტიტუციის ახალი ვერსიით, ხალხის ნათლად გამოხატული ნება, აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი, უგულებელყოფილია და არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით 300 ე.წ. ხმოსანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის გადასინჯვაში ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა. „დღეს, როდესაც საკონსტიტუციო კომისია ფაქტობრივად ყველა ოპოზიციურმა ძალამ დატოვა, ჩვენი კამპანია უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, გამომდინარე იქიდან, რომ ხალხმა თავის პოზიცია კიდევ უფრო ნათლად უნდა გამოთქვას, მიაწოდოს თავის შეხედულებები იმ პატივცემულ იურისტებს, კონსტიტუციონალისტებს, ვინც ქმნიან კონსტიტუციას. ჩვენ გვაქვს უკვე შესაძლებლობა გავეცნოთ მათ დაწერილ დოკუმენტს, აქამდე იყო ზოგადად მოსაზრებები, პოლიტიკური განცხადებები. ახლა ჩვენ ვხედავთ უკვე პირველ ვერსიას მომავალი კონსტიტუციის და მინდა, რამდენიმე ძირითად პუნქტს შევეხო ამ ახალი კონსტიტუციიდან. პირველი და სამწუხარო მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნათლად გამოხატული ნება, რომ აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი იქნა უგულებელყოფილი და არა საზოგადოება, არა ჩვენ, არა მოქალაქეები ავირჩევთ პრეზიდენტს, არამედ გარკვეული სხვა წესით 300 ე.წ. ხმოსანი აირჩევს პრეზიდენტს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე განმარტებით, პრეზიდენტს ფაქტობრივად აღარ აქვს რეალურად ის მცირედი უფლებებიც, რაც 2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა. „ყველაზე საშიში მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტობრივად ქვეყანას აღარ ეყოლება მთავარსარდალი. მთავარსარდალი, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს როგორც სამხედრო ძალებზე სამოქალაქო კონტროლს, ასევე ჩვენი რეგიონის ქვეყანაში ეფექტურ თავდაცვით საქმიანობას და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობას. გამქრალია უშიშროების საბჭო და რეალურად პრეზიდენტი, რომელსაც ფორმალურად ევალება ომის შემთხვევაში იყოს მთავარსარდალი, ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე ხდება მთავარსარდალი და მის მოქმედებას ფაქტობრივად აღარ ექნება ეფექტურობა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)