20:29 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 17:12:30, 602 ნახვა

კვიციანი: ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს

გიგა ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" დეპუტატმა ემზარ კვიციანმა განაცხადა.

როგორც კვიციანმა აღნიშნა, სხდომათა დარბაზში ბოკერიასთან დაპირისპირებისას ის ემოციებს აჰყვა, რის გამოც მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

"ბოკერიას ჩემი და რამდენიმე წელი ჰყავდა ციხეში გამოკეტილი. ვინმეს უკვირს, რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა მის მიერ ჩემი მისამართით წარმოთქმული სიტყვა? ბოკერიას ჩემი მისამართით შენი ჭირიმეც რომ ეთქვა, მას ამის უფლებაც არ აქვს. დამნაშავეებმა არ აგეს პასუხი ამ ქვეყანაში. ეს იყო ემოცია და მე მოსახლეობას ბოდიში მოვუხადე. მინდა მივმართო ხელისუფლებას, ნუ უბიძგებთ მოსახლეობას შურისძიებისკენ. აღადგინეთ სამართლიანობა", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის 2016 წლის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობდა, დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics