13:39 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-14 10:17:01, 540 ნახვა

შს სამინისტრო სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ -ფარგლებში, რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ და გორის რაიონის სოფელ შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე  საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ჩაუტარეს.

სპეციალურად გადამზადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები დეტალურად აუხსნეს და  ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და საპატრულო პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომო-მასალა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი  კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და რამდენიმე მუშა მოიყოლა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics