2017-04-13 09:45:40, 2389 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ინდოეთში იმყოფებოდა. მან ინდოეთში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტს ინფორმაცია მიაწოდა.
კერძოდ, საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას იწყებს. გახარიას განმარტებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ, საერთო განცხადებას მოეწერა ხელი.
„ ამ განცხადებას ხელი მოეწერა ინდოეთის კომერციის მინისტრთან. შედეგად, ჩვენ მიზნად დავისახეთ, 6 თვეში ამ კვლევის დასრულება, რომ რაც შეიძლება მალე, იმ შემთხვევაში, თუ მიზანშეწონილობა დაფიქსირდება ორივე მხარის მხრიდან, გაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ბიზნეს ნაკრებები განაახლა - ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება
საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა
ჯაფარიძე კობახიძეს - მეორე არის ქ-ნი ეკა, მესამე ბერა, მერე ცოტნე, უტა, გვანცა, ადიკო, ბიძინას დაცვის უფროსი, დაცვის წევრები, მზარეულები, დამლაგებლები
ნინო წილოსანი - ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი