08:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 14:28:17, 483 ნახვა

თავდაცვის სამინისტრომ ბელგიელი სამხედრო ექსპერტი მედლით დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი კლოდ მურმანი გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა. 

მინისტრის პირველმა მოადგილემ სამხედრო ექსპერტს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა. 

ვიცე-პოლკოვნიკმა კლოდ მურმანმა საქართველოში საკუთარი საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.

„ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, თუმცა გასაკეთებელიც რჩება. მთავარია, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. დროთა განმავლობაში კი შევძლებთ დასახული მიზნის მიღწევას“, - განაცხადა მან. 

ბელგიის სამეფოს ოფიცერს მედალი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. 

ვიცე-პოლკოვნიკ კლოდ მურმანის სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსი თვის მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰენკინეტი შეცვლის, რომელიც გასული წლის აპრილ-ოქტომბერში სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის პროექტის მრჩეველად უკვე მუშაობდა. 

სამხედრო ექპერტის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოების ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, ნატოს ძირითადი ჯგუფის, ასევე სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის ექსპერტები დაესწრნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics