09:43 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 12:53:51, 2319 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მომავალ წლებში, ძირითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობაზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული დანახარჯი ქვეყნის შიგნით მობილობას გაზრდის და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის.

მინისტრის თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გეგმა კონკრეტულ ვადაშია გაწერილი და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი განვითარების მიმართულებასთან სრულ თანხვედრაშია. მისივე შეფასებით, ეს ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ჩვენ ძალიან კარგი სტარტი ავიღეთ წლის დასაწყისიდან. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2017 წლის პირველ კვარტალში 105%-ით შეასრულა გეგმა. ესაა 200 მლნ ლარზე მეტი, რაც აბსოლუტურად გვარწმუნებს, რომ ჩვენი დაგეგმილი პროექტები ამ მიმართულებით, აუცილებლად შესრულდება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics