|
2017-04-10 14:18:38, 653 ნახვა
ბესელია: ქორწინების თაობაზე არსებული ჩანაწერი არავის უფლებას არ ზღუდავს და არ აკნინებს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, ქორწინების თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არსებული ჩანაწერი არავის უფლებას არ ზღუდავს და არ აკნინებს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად ოჯახი არის ქალი და კაცის ერთობა. „თუ მოსახლეობას და მის დამოკიდებულებას პატივს ვცემთ, პატივი იმ პროცეს სუნდა ვცეთ, როდესაც საქართველოს ყველა კუთხეში, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საერთო-სახალხო განხილვა ჩავატარეთ და ამ ცვლილების მიმართ ერთსულვანი განწყობა იყო. მეორე მხრივ, ეს ჩვენს საარჩევნო პროგრამაშიც იყო. ამასთან, ეს ჩანაწერი არავის უფლებას არ ზღუდავს და არ აკნინებს. თუ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების შესახებ ევროპულ კონვენციაში ჩავიხედავთ, სწორედ მე-12 მუხლში ქალი და კაცი წერია და არ მგონია, რომ ჩვენ ამ ჩანაწერზე უარი უნდა ვთქვათ. როდესაც საუბარია ქვეყნის ძირითად კანონზე, განსაზღვრება ხდება, რა არის ქორწინება და არა- ოჯახი. როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრება, ევროპულ კონვენციასაც, რომ ჩავხედოთ, იქ ქალი და კაცია ნახსენები. ის დეფინიცია რაც იყო ინიცირებული, ვფიქრობ, რომ მართებული დეფინიციაა”, - აღნიშნა ბესელია. ბესელია მიიჩნევს, რომ პირად ცხოვრებას ვინ როგორ მოიწყობს, ამაში არავინ ერევა. ცნობისთის, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე მომზადდა, რომლის გათვალისწინებით, ქორწინების დეფინიცია კიდევ უფრო მეტად კონკრეტდება. კერძოდ, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)