02:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-07 20:19:20, 471 ნახვა

ვალერიან ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროდან წავიდა და უწყების ავტომობილით არ სარგებლობს

თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, რომ თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე ვალერიან ზუმბაძე უწყების მანქანით სარგებლობს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, მანქანით, რომელიც  ზუმბაძეს  ემსახურებოდა,  ამჟამად თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი სარგებლობს. 

„ვალერიან ზუმბაძე არ არის თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი. მას შემდეგ, რაც მან გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა და ავტომატურად გადავიდა კადრების განკარგულებაში, შესაძლებელია, რამდენჯერმე იმყოფებოდა სამინისტროში, რაც უკავშირდებოდა მისი ფუნქცია-მოვალეობების გადაბარების პროცესს. 
ვალერიან ზუმბაძე ამჟამად არ სარგებლობს თავდაცვის სამინისტროს ავტომობილით. აღნიშნული ავტომობილით სარგებლობს სხვა პირი, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომელი“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 
ამასთან, როგორც უწყებაში აცხადებენ, მინისტრის ოჯახს არ ემსახურება არც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვა და არც დაცვის რომელიმე სხვა სამსახური. 
„თავად თავდაცვის მინისტრის დაცვას უზრუნველყოფს სამხედრო პოლიციის სპეციალური დანაყოფი, რომელიც პარალელურად, არსებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ახორციელებს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მინისტრის ოჯახის წევრების ადგილსამყოფელისა და მონახულების ადგილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, fresh news ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზუმბაძე სამინისტროში საქმის გადაბარების მიზნით იყო მისული.

Fresh News-ის მტკიცებით, მის მიერ გადაღებული ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ვალერიან ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროში კვლავ მუშაობს და მას მანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერი", სანომრე ნიშნით CSC-254 ემსახურება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics