|
2017-04-07 15:47:08, 2041 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
გოცირიძე უმრავლესობას: ებრძვით პრეზიდენტის ინსტიტუტს და გინდათ, რომ საარჩევნო კანონი საკუთარ ტყავზე მოირგოთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, მმართველი ხელისუფლება უკმაყოფილია იმით, რომ პრეზიდენტმა არგუმენტირებული, ზომიერი შენიშვნები გამოთქვა ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ. გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა და მათ „რეალობასა და დროს აცდენილი“ უწოდა. „დღევანდელი მმართველი ხელისუფლება იმითაც კი არის უკმაყოფილი, რომ პრეზიდენტმა სავსებით არგუმენტირებული, ზომიერი ფორმით შენიშვნები გამოთქვა ქვეყანში დღეს არსებული პრობლემების შესახებ. ესეც კი მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი უმრავლესობისათვის. თქვენი სატელევიზიო გამოსვლებით მოვისმინეთ, რომ თურმე პრეზიდენტი დროსა და სივრცეს ყოფილა აცდენილი თავისი გამოსვლით. სამწუხაროდ თქვენ აცდით დროს. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ საქართველოში ხდება ფაქტობრივად კონსტიტუციური გადატრიალება. თქვენ არ მოგწონთ, რონ პრეზიდენტი თურმე იყენებს ვეტოს უფლებას. თურმე რა ჩაუდენია პრეზიდენტს, რომ 6 ჯერ გამოუყენებია თავისი კონსტიტუციური უფლება და თურმე თქვენ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება უწოდეთ პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებების გამოყენებას. ქვეყანაში კონსტიტუციის ჭრა, კერვა და მორგება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ქმედების მთავარი მიზანი. ებრძვით პრეზიდენტის ინსტიტუტს, თქვენ გინდათ, რომ შეცვალოთ კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი მოირგოთ საკუთარ ტყავზე. ფაქტობრივად ქვეყანაში უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლება“,-განაცხადა გოცირიძემ.
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)