2017-04-06 09:58:06, 2412 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: ზოგ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ღვინის ექსპორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ზოგიერთ ბაზარზე ქართველი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან.
მთავრობის მეთაურმა ღვინის სააგენტოს მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა.
"მინდა, გთხოვოთ, რომ ღვინის ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია იყოს იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან. მინდა, ამ თვალსაზრისით ღვინის სააგენტოს მხრიდან მეტი ჩართულობა და კოორდინაცია იყოს",- განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკმა ბიზნეს ნაკრებები განაახლა - ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება
საქართველოს ბანკი 2026 წლის სოციალური პასუხისმგებლობის შედეგებს აჯამებს - ინიციატივები, რომლებიც Euromoney-მ რეგიონში საუკეთესოდ აღიარა
ჯაფარიძე კობახიძეს - მეორე არის ქ-ნი ეკა, მესამე ბერა, მერე ცოტნე, უტა, გვანცა, ადიკო, ბიძინას დაცვის უფროსი, დაცვის წევრები, მზარეულები, დამლაგებლები
ნინო წილოსანი - ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი