13:30 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-03 13:51:22, 491 ნახვა

ლევან იზორიას თქმით, ნორვეგიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგასთან ინე ერიქსენ სორეიდესთან შეხვედრის შემდეგ, ორ ქვეყნას შორის თავდაცვის სფეროში ჩამოყალიბებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

„მინდა გამოვყო ეროვნული გვარდიის საკითხი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნორვეგიის ჩართულობა და განსაკუთრებით წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში ნორვეგიის წვლილი", - განაცხადა იზორიამ.

იზორიას თქმით, საქართველოში და ამ თვალსაზრისით ახალი რეზერვის სისტემის შექმნა იგეგმება. მანვე დასძინა, ნორვეგიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. 

ამასთან, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა საქართველო-ნორვეგიას შორის ხანგრძლივ ურთიერთობებზე ისაუბრა.

სორეიდესმა ხაზი გაუსვა ნორვეგიის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტია მიმართ.

ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა მზაობა გამოთქვა, ორმხრივი გამოცდილება, რომელიც საქართველო-ნორვეგიას წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბების მიმართულებით აქვს, იმ ქვეყნებს გაუზიარონ, სადაც მსგავსი ცენტრის შექმნის აუცილებლობა იქნება.

სორეიდესის თქმით, იგი ნორვეგიის პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და მას იმედი აქვს, რომ მისი სტუმრობა დასაწყისი იქნები ხშირი ვიზიტებისა საქართველოში.

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics