11:02 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 17:37:46, 1440 ნახვა

26 წელი რეფერენდუმის დღიდან - „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო“

1991 წლის 31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩაატარა. 

რეფერენდუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე დაინიშნა. ამ დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი, სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე გაუქმდა. 

აღნიშნული რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა 3.302.572 ადამიანს, ანუ ამომრჩეველთა 90,3% შეადგენდა. მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა. რეფერენდუმში მონაწილეობა სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა - ქვეყნის 20% ოკუპირებულია, მაგრამ 31 მარტის რეფერენდუმი ტერიტორიების დასაბრუნებლად მტკიცე იურიდიულ არგუმენტად რჩება. 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს კონსტიტუციაშიც ფიგურირებს. 

კონსტიტუციის პირველი თავის პირველი მუხლის პირველივე პუნქტი ნათელყოფს: «საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით». 

ამასთან, 31 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს. ის 77 წლის გახდებოდა.

რეფერენდუმის ჩატარების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია.

"დღეს საქართველოს უახლოესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმის დღეს აღვნიშნავთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს. 31 მარტის რეფერენდუმმა, საერთაშორისო საზოგადოებისათვის თვალსაჩინო გახადა ჩვენი ხალხის, მათ შორის, აფხაზთა და ოსთა ურყევი ნება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ. ჩვენ მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადეთ, რომ მიზნად ვისახავთ გავხდეთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, განვითარებული სამყაროს თავისუფალი და ღირსეული წევრი, მსოფლიო ერთა თანამეგობრობაში დავიმკვიდროთ ის ადგილი, რომელიც უძველესი და უნიკალური კულტურის ერს სამართლიანად გვეკუთვნის.

ამ დღიდან ურთულესი გზა განვვლეთ და ეს გზა გრძელდება დღესაც. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა. მაგრამ თავისუფლებისათვის შრომა და ბრძოლა გრძელდება. მხოლოდ თავისუფლება გააერთიანებს ჩვენ მიწასაც და ადამიანებსაც, შექმნის პირობებს აქ მცხოვრები ყველა ხალხის მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაცხოვრებისა და განვითარებისთვის. ამგვარი თავისუფლების წინაპირობა კვლავ დამოუკიდებლობის გარიჟრაზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების - დასავლური განვითარების გზის ერთგულებაა. 

გილოცავთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესაც, რომელსაც ასევე დღეს აღვნიშნავთ. მისი როლი განსაკუთრებულია დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, მანამდე დაიღუპა დედაც
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინელი პატიმრების მიმართ ძალადობაში მონაწილე 15 ადამიანს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ახალი სერია დაასრულეს
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics