2017-03-31 14:07:52, 701 ნახვა
რჩეულიშვილსა და კერვალიშვილს დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს
პროკურატურამ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს რამდენჯერმე შესთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაზარალებულებს ზიანს აუნაზღაურებდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა დავით გუმბერიძემ განუცხადა.
მისივე თქმით, შეთავაზებაზე ყოველთვის უარი მიიღეს:
„გამოძიების ეტაპზეც და შემდგომ საქმის განხილვის ეტაპზეც, ბრალდების მხარემ შესთავაზა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით, რომ მათ დაზრალებულებისთვის აენაზღაურებინათ ზიანი და ამ პერიოდის განმავლობაში, ამაზე უარი განაცხადეს“, - აღნიშნა პროკურორმა დავით გუმბერიძემ.
ამავე თემაზე
http://www.epn.ge/index.php?id=42765
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან