|
2017-03-24 11:02:34, 791 ნახვა
სამხედრო
უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან
აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს გაივლიან. 11 უკრაინელი დაშავებული სამხედრო საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდა. ჯარისკაცები რეაბილიტაციის კურსს წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში 6 აპრილის ჩათვლით გაივლიან. სამხედროების უმრავლესობა ტყვედ ნამყოფია, ნაწილი კი საბრძოლო მოქმედებების დროსაა დაჭრილი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ევგენი ორლოვი და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საქმეთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი დახვდნენ. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში კი, დაშავებული სამხედროებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც დაესწრნენ და უკრაინელ მებრძოლებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მოგვიანებით კი, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ უკრაინელ დიპლომატს რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და რეაბილიტაციის მეთოდები გააცნო. წეროვანში რეაბილიტაციის კურსის გასავლელად საქართველოში უკვე მეშვიდე უკრაინული ჯგუფი ჩამოვიდა. უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები ცენტრში ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ორკვირიან კურსს გაივლიან, რაც მიზნად ისახავს დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას შესაძლებლობის ფარგლებში, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. რეაბილიტაციის სამსახურის სპეციალისტები სამხედროების ფიზიკურ, ფუნქციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას შეაფასებენ. რეაბილიტაციის სპეციალისტები - ექიმი-რეაბილიტოლოგი და ფიზიკური თერაპევტი, თითოეული პაციენტის ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას სპეციალური საერთაშორისო ტესტების მიხედვით ახორციელებენ. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი კი, როგორც დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს უტარდებათ. უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის აღმოსავლეთ უკრაინის ანტი-ტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე უკრაინელი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე" 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში რეაბილიტაციის პროცესი ამერიკელი პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)