21:19 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 19:49:39, 641 ნახვა

ACT: თბილისის მოსახლეობის 86% თავს რელიგიურად თვლის - 63% ეკლესიაში თვეში ერთხელ დადის

ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის მოსახლეობის 86% თავს რელიგიურად თვლის. 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხული ადამიანებისგან, რომელიც თავს რელიგიურად თვლიან (86%) მხოლოდ 5% არ დადის ეკლესიაში.

ამასთან, დანარჩენი გამოკითხული მოსახლეობის 63% ეკლესიაში თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად დადის. ეკლესიაში კვირაში რამდენჯერმე გამოკითხულთა 3% დადის, კვირაში ერთხელ - 12%, ხოლო ყოველ დღე - 1%. გამოკითხული თბილისის მოსახლეობის 58%, რომელიც თავს რელიგიურად თვლის, არასდროს დაუცავს მარხვა, 16% ხშირად იცავს მას, 26% კი იშვიათად იცავს მარხვას. 

ცნობისთვის, გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის გზით ჩატარდა და თბილისში მცხოვრებმა 400 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კვლევა 2017 წლის იანვარში ჩაატარდა. ორგანიზაციის ცნობით, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება  4.9%-ს არ აღემატება. კვლევის დროს გამოყენებული მეთოდი პირისპირ ინტერვიუ იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics