16:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 12:57:55, 511 ნახვა

„ნაციონალურიმა მოძრაობამ“ ცვლილებების პაკეტი წარადგინა

პარლამენტის ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოში  5 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომლებიც  ეკონომიკური ხასიათისაა და ის პარტიის 2016 წლის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარეობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება.

"ამ საკანონმდებლო ინიციატივებით :

1. ფიზიკური  პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის  დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე,  რაც საშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს, ისარგებლოს ამ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსით;

90 000  ლარამდე  ინდმეწარმის  ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არ დაიბეგრება.

2.  ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა  ზღვარი  აიწევა  100 000 ლარიდან  200 000 ლარამდე.  შედეგად,  მცირე  ბიზნესით დაკავებული ათასობით ფიზიკური პირისთვის საგადასახადო-ადმინისტრირების ტვირთი შემცირდება. 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება.

3. 100 000 ლარიდან  200 000 ლარამდე  გაიზრდება  დღგ-ით  დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი. ეს დღგ-სგან გაათავისუფლებს ათიათასობით იურიდიულ  და ფიზიკურ  პირს  (მცირე  ბიზნესს და ინდმეწარმეებს). ეს  შეღავათი გავრცელდება იმ  ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს.  დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის  მქონე სუბიექტები გადაიხდიან.

4.  საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, გახდება 1000 ლარი. ეს ასი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს დაუბეგრავად შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი საზღვარგარეთ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით. 

5.  მოხდება  500 000 ლარამდე (დღეს არსებული  50 000 ლარის ნაცვლად ) გადასახადებისგან თავის  არიდების დეკრიმინალიზაცია.  ასეთ  შემთხვევებში დავა  მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება", - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში. 

პარტის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის შემდგომი, მეორე ეტაპის  საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics