23:07 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 14:56:18, 684 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ეს არის საქართველოს მოსახლეობის გაყოფისაკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი

საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო აღშფოთებას გამოთქვამს. 

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლებას უხეშად არღვევს და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებას ემსახურება.

 „ყოვლად აღმაშფოთებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება გადასასვლელების დაკეტვას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის გაყოფისაკენ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს არ მისცეს დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობის საშუალება; ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული კიდევე ერთი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს ამ ტერიტორიების ჩამოცილებას საქართველოსგან. საქართველოს პრეზიდენტი იმთავითვე გამოეხმაურა ამ პროცესს და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან აქტიური ჩართულობისაკენ. ბუნებრივია, რომ ეს აქტივობა კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია რუსეთის იმ ნაბიჯების წინააღმდეგ, რომლებიც მიზნად ისახავენ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას და დაცილებას საქართველოსაგან", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ. 

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ჩაიკეტა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics