2017-03-06 12:14:30, 701 ნახვა
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი სტრასბურგში გაემგზავრა
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია მიუნხენში გაემგზავრა.
პაატა სალიამ ვიზიტის დეტალებზე არ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას პირადი შეხვედრები აქვს დაგეგმილი, რაც ევროსასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეს არ უკავშირდება.
ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგში მხარეს საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს და არა ქიბარ ხალვაში. შესაბამისად, მისივე თქმით, სამომავლოდ ყველაფერი იმ დოკუმენტებზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც ქვეყანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე წარადგენს.
პაატა სალიას განმარტებით, ქიბარ ხალვაში ევროსასამართლოში 8 მარტს ჩანიშნული განხილვის შედეგებს ელოდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან