21:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 11:55:54, 614 ნახვა

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა (eDocument) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაინერგა

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა eDocument ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დაინერგა. სისტემის დანერგვას წინ უძღოდა პრეზენტაციები და უნივერსიტეტის თანამშრომლების ტრენინგები. საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით უნივერსიტეტში ამჟამად სარგებლობს 786 მომხმარებელი, ხოლო უახლოეს პერიოდში სისტემაში ჩაერთვება კიდევ 80 თანამშრომელი.

eDocument - ი ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურში შეიქმნა და სადღეისოდ  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მოთხოვნადი პროგრამული პროდუქტია ამ სფეროში. 

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა ორგანიზაციების სამსახურებრივი დოკუმენტებისა და დავალებების მართვის ეფექტური ინსტრუმენტია. მისი მიზანია საქმისწარმოების პროცესების ელექტრონიზაცია. სისტემა უზრუნველყოფს ქაღალდის დოკუმენტის ელექტრონულით ჩანაცვლებას, დავალებებზე სწრაფ წვდომას, დავალების განაწილებისა და შესრულების კონტროლს, ორგანიზაციული პროცესების მუდმივ მონიტორინგს, რაც მომხმარებელს საქმისწარმოების პროცესების მარტივად და ეფექტიანად მართვის საშუალებას აძლევს.

საქმისწარმოების ელექტრონული სისტემით eDocument უკვე სარგებლობს 220 საბიუჯეტო ორგანიზაცია.

(NS)  
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics