2017-03-06 09:59:05, 608 ნახვა
პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის ბიძინა ივანიშვილი 276-ე ადგილზეა
პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის ქართველი მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 276-ე ადგილზეა.
მისი ქონება 5.52 მილიარდ დოლარს შეადგენს. პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია სააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზე 85,6 მილიარდი დოლარით Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსია, მეორე ადგილზე 78,9 მილიარდით ამერიკელი ბიზნესმენი უორენ ბაფეტი, ხოლო მესამე ადგილზე 73,5 მილიარდით Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან