20:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 16:32:58, 710 ნახვა

ბორის ჯონსონი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ეწვევა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ვიზიტის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა უკვე ცნობილი ხდება, რომ ბორის ჯონსონი რუსეთის დედაქალაქში სავარაუდოდ მარტის ბოლოს ჩავა.

მინისტრი მოსკოვში ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავს. მოლაპარაკების თემა ასევე უკრაინა და სირია იქნება, სადაც რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს მკვეთრად განსხვავებული პოზიციები აქვთ.

BBC-ის კორესპონდენტთან საუბარში ბრიტანეთის საგარეო უწყების წყარომ განაცხადა, რომ ჯონსონი ურთიერთობის გადატვირთვას რუსეთთან არ აპირებს.

„ლავროვთან მოლაპარაკებების დროს მან მიანიშნა, რომ გადატვირთვა შეუძლებელი იქნება, სანამ რუსეთი თავის კურსს არ შეცვლის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინა“, - აღნიშნა წყარომ. მისივე თქმით, ეს მარტივი ვიზიტი არ იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics