|
2015-04-02 16:31:16, 584 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდის გამგებელმა ადმინისტრაციულ ერთეულებში სასაფალოებთან მისასვლელ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ჭოთაწყარში, ცაცხვსა და ინგირში სასაფალოებთან მისასვლელ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ადგილზე დაათვალიერეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის გამგეობიდან აცნობეს, აღნიშნულ გზებზე საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს და ის რამდენიმე დღეში დასრულდება. „სოფელ ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოსთან მისასვლელი შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. აღნიშნულ გზაზე ასფალტ – ბეტონის გზის საფარი 632 გრძვ მეტრზე დაიგო. რაც შეეხება უჩაშონას ტერიტორიულ ერთეულში ავარიული საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე შეადგენს 8638 კვ.მ. აღნიშნული გზა ერთმანეთთან აკავშირებს რამდენიმე სოფელს ჭაქვინჯს, ჯიხაშკარს, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარისთვის საფუძვლის მომზადება. პროექტის დასრულების შემდეგ ამ გზით ისარგებლებს 670 სოფლის მკვიდრი და არაპირდაპირ ამ გზით ისარგებლებს 3000 – მდე ბენეფიციარი. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ამ გზით მოსარგებლეების გადაადგილება გახდება უსაფრთხო, გაუმჯობესდება მათი სოციალური მდგომარეობა და პროექტის მიმდინარეობის განხორციელებისას დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი. პროექტის ღირებულება შეადგენს 482.000 ლარს და ის მაისის თვის ბოლოსთვის დასრულდება. სოფელ ინგირის ცენტრალურ სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგი ეტაპი ხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზაზე ასფალტის საფარის დაგება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1.084 მეტრს შეადგენს. აღნიშნული გზის მონაკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობისაა და ანაკლია–ზუგდიდის ცენტრალურ გზას უერთდება. ამ გზის მონაკვეთით სარგებლობს 620 ადგილობრივი მოსახლე. გზაზე ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა და დღე –ღამის განმავლობაში 80–დან 160–მდე ავტომობილი გადაადგილდება. ინგირის სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი რომელიც, სატრანსპორტო გზის მოასფალტებას ითვალისწინებს უახლოეს დღეებში დასრულდება და მისი ღირებულება 369 ათას ლარს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ცაცხვში სასაფლაომდე მისასვლელი გზის 1735 კვ.მ–ზე ასფალტის საფარიანი გზა დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. გზაზე მუშაობა რამდენიმე დღეში დასრულდება. საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდა პროექტის განხორციელებისთვის 95 ათასი ლარი გამოიყოფა“, - ნათვამია ზუგდიდის გამგეობის განცხადებაში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)