|
2017-03-02 10:28:55, 384 ნახვა
გიორგი მარგველაშვილმა მინსკში გამარჯვების მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დელეგაციასთან ერთად მინსკში გამარჯვების მონუმენტი გვირგვინით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. გამარჯვების მონუმენტთან საქართველოს პრეზიდენტი მინსკის მერთან ანდრეი შორეცთან ერთად იმყოფებოდა. საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა მარადიული ცეცხლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. საქართველოს პრეზიდენტმა კულტურული ღონისძიებების ფარგლებში „დიდი სამამულო ომის" ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მუზეუმიც დაათვალიერეს, სადაც ქვეყნის პირველ პირს და დელეგაციას სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა დიმიტრი შლახინმა პირადად უმასპინძლა. მუზეუმის დათვალიერების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)