|
2017-03-01 16:10:34, 591 ნახვა
საქართველოსა და ბელარუსს შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბელარუსში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და დაცვის, ასევე საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი. გიორგი გახარიამ ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოსა და ბელარუსს ვაჭრობის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულებები ორი ქვეყნის კომპანიების ინტერესს ინვესტიციების განსახორციელებლად კიდევ უფრო გაზრდის. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ბელორუსიას შორის ვაჭრობის ინდექსმა 78 მილიონს მიაღწია. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების მხარდაჭერის და დაცვის ხელშეკრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბელარუსული კომპანიების საქართველოში, ასევე ქართული კომპანიების ბელარუსულ ბაზარზე გააქტიურებისთვის. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ რამდენიმეჯერ იზრდება ხოლმე კომპანიების აქტიურობა და ურთიერთინვესტირების ინტერესი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს და ღია ბაზარს მისცემს ფასის დაბალანსების საშუალებას, გაიზრდება ვიზიტორთა და, შესაბამისად, ავიარეისების რაოდენობაც. ,,მეორე ხელშეკრულება არის საჰაერო მიმოსვლის შესახებ, სადაც, ფაქტობრივად, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია ბაზარი დააბალანსებს როგორც ფასს, ასევე რეისების რაოდენობას, რადგან ჩვენ პირდაპირ ვართ დაინტერესებული ბელარუსიდან საქართველოში მაქსიმალური რაოდენობის ტურისტები მოვიზიდოთ. ვფიქრობთ, რომ უკვე წელს ამ ხელშეკრულებებს თავისი შედეგი ექნება“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა. გიორგი გახარია ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. (NS)
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)