06:32 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 12:46:29, 1175 ნახვა

სამხედრო
იზორია: „დელტას“ წარმოება, ძირითადად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებაზე იქნება ორიენტირებული

„საქართველოს შეიარაღებული ძალების მომარაგება, მისი აღჭურვა, ძირითადად, „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციით განისაზღვრება. ორიენტირი და შედეგი - პროდუქტი, რომელსაც „დელტა“ აწარმოებს  იქნება, სწორედ, შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე ორიენტირებული მომავალში“ - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით,  „დელტას“ მიერ წარმოებულ პროდუქციას საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ კარგი აღიარება აქვს და ამ მიმართულებით წარმოებას უწყებისგან ხელშეწყობა ექნება.

„განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ახალ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაზე, რათა ის უფრო მოთხოვნადი იყოს საერთაშორისო ბაზარზე“, - განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში ლევან იზორიამ ქართული წარმოების სამხედრო ტექნიკა, ინდივიდუალური შეიარაღებისა და ეკიპირების ნიმუშები, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრი, ასევე „დელტას“ ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. 

მას მასპინძლობა „დელტას“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, შოთა კვარაცხელიამ და ცენტრის თანამშრომლება გაუწიეს. „დელტაში“ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები, პოლკოვნიკები - შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი იმყოფებოდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics