|
2017-02-27 10:31:57, 982 ნახვა
სამხედრო
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფი ავღანეთში შეხვედრებს განაგრძობს
ქართულ-ავღანური სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის განმტკიცებისა და ადგილზე არსებული უსაფრთხეობის გარემოს შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართული ქვედანაყოფი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქაბულის პროვინციაში, ქარა ბაღის რაიონის გამგებელ აბდულ სენი შარიფთან მორიგი შეხვედრა გამართა. გამგებელმა ქართული ქვედანაყოფის მეთაურს რაიონის გამგეობაში უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხო. ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. ქარა ბაღის რაიონის გამგებელმა 32-ე ბატალონის მეთაურს გამგეობაში სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სტუმრობა ქარა ბაღის რაიონში განსაკუთრებული ნაბიჯია ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერისათვის. გამგეობაში შეხვედრის შედეგ, ქართველი მშვიდობისმყოფელები შურაზე (თათბირი) ადგილობრივ მოსახლეობას და მალიკებს (ადგილობრივი უხუცესები) შეხვდნენ. მხარეებმა ქარა ბაღის რაიონში არსებულ პრობლემებზე, განსახორციებელ პროექტებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ მალიკებს აქტიური მხარდაჭერა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა. ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, შურას ხელმძღვანელმა, შერ შოჰ ორიახილმა ქართულ ქვედანაყოფს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემის ნიშნად, ქართულ მხარეს საჩუქრად ავღანური ტრადიციული სამოსელი გადასცა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, 32-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ქარა ბაღის რაიონს ეწვია. შეხვედრებზე ქართველ სამხედროებთან ერთად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაბა საიდი იმყოფებოდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში 2016 წლის ოქტომბრის თვიდან არის ჩართული. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერაციის რაიონის კონტროლია. (NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)