|
2017-02-18 21:59:28, 1298 ნახვა
საზოგადოება
მამა გიორგი ზვიადაძე: საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი რომ არ ენდოს გამოძიებას
საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი რომ არ ენდოს გამოძიებას, ეჭვი შეიტანოს გამოძიებაში, - ამის შესახებ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა მამა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა და გამოეხმაურა პატრიარქის 16 თებერვლის მიმართვის არასრულად გავრცელების საკითხს. მისი განცხადებით, არავის აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა ხელყოფა პატრიარქის ან რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის. მისივე თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას თუ ვინ გაავრცელა მიმართვის არასრული ვერსია, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს გავრცელა მან, ვინც გადაიღო. "ცხადზე უცხადესია, თუ რა მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით ყველა როცა გაჩნდა ასეთი ეჭვი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. ძალიან მძიმე ბრალდებაა საქართველოს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფა ან რომელიმე საეკლესიო პირის, ან რომელიმე ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არის უმძიმესი ცოდვა, მაგრამ ეს ცოდვა კიდევ უფრო მძიმდება როდესაც ვინმეს შეიძლება განზრახვა ჰქონდეს ხელყოს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის სიცოცხლე. როცა პატრიარქი თვლის, რომ ისაუბროს ამ სიტყვებით, რა თქმა უნდა, პატრიარქი არის უგონიერესი ადამიანი, უდიდესი ავტორიტეტის მქონე პიროვნება და ეს მთელმა საზოგადოებამ იცის, არა მარტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, არამედ მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში, ამიტომ აუცილებელია იმის გარკვევა, რატომ იყო საჭირო ამ მიმართვის შემცირებული სახით წარმოდგენა. ძალიან რთულია რაიმე ეჭვის გამოთქმა, მე სასულიერო პირი ვარ, ჩვენ ყველანი შეწუხებულები ვართ, ეკლესიისთვის ეს არის უმძიმესი საკითხი და ყველანი განვიცდით ამას. მე პირადად ვიცნობ მამა გიორგის, ყველასთვის მოულოდნელია ეს. არავის არ აქვს მოლოდინი, რომ მამა გიორგიმ განიზრახა ხელყოფა რომელიმე მაღალი საეკლესიო პირის სიცოცხლის. საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს საფუძველი და მიზეზი რომ არ ენდოს გამოძიებას, ეჭვი შეიტანოს გამოძიებაში. დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო ყურადღებით დააკვირდება ამ მოვლენებს. უნდა აღვნიშნო, რომ მთავარმა პროკურატურამ მისცა საპატრიარქოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა, რომ მასალებს გაცნობოდნენ. უნდა დაველოდოთ მისი უწმინდესობის ჩამობრძანებას და ალბათ კიდევ რამდენიმე დღე იქნება საჭირო, რომ ეკლესიამ პროკურატურასთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, საქართველოს ეკლესია არის ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად მართებს, რომ თვალი გაუსწოროს სიმართლეს“, - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)