16:58 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-18 12:31:28, 1114 ნახვა

საზოგადოება
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონისა და ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ინტენსიური თოვის გამო,  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე და ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 (ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზე   მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აცხადებენ დეპარტამენტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics