|
2017-02-18 10:40:20, 1087 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტრო ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას აგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, სოციალური კამპანიის - „ძალა ნდობას“ - ფარგლებში, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, უფროსკლასელ მოსწავლეებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარეს. შეხვედრაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი იყო ძალადობის სხვადასხვა ფორმის და მისი პრევენციის შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა მაკა ფერაძემ მოზარდებს ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ბულინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება, ძალადობის პრევენციის მიზნით, პოლიციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე მოსწავლეებს აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით შსს-ს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული სერვისებიც გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. უფროსკლასელთა შეკითხვებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს. შს სამინისტრო სოციალურ კამპანიას - „ძალა ნდობას“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო და სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
(NS)
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)