|
2017-02-17 17:16:40, 1193 ნახვა
საზოგადოება
ჯავახეთის N66-ში არსებული ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახური განცხადებას ავრცელებს
ჯავახეთის ქუჩის N66-ში არსებული ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურის სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯავახეთის ქ. N66-ში არსებული ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურის სამსახურს მომართა მოქალაქე თამაზ ქართველიშვილმა ჯავახეთის ქუჩის N66-ში არსებული მიწის ნაქვეთების ფუნქციური ზონის, კერძოდ ზოგადი საცხოვრებელი ზონისა და საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1 -ის სარეკრეაციო ზონა 1-ით ცვლილების მოთხოვნით. „აღნიშნული საკითხი განხილული იქნა „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 16 აპრილის #16 სხდომაზე და მიეცა თანხმობა გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, კერძოდ ფუნქციური ზონის ცვლილება მისაღებია, მხოლოდ იურიდიული პრობლემების მოგვარების შემთხვევაში. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში, შესაბამისად აღნიშნული საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად არ გადაგზავნილა“,-ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი – არ მივატოვე ხალხი განსაცდელში, ფეხზე დავაყენე საქართველო, მთელი დემოკრატიული სამყარო და ქვეყანა გადავარჩინეთ
აშშ-ის საელჩო - აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
სახალხო დამცველი - 2008 წლის ომიდან 18 წლის თავზე, კვლავ გამოწვევად რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა
არასრულწლოვანს, რომელმაც არასრულწლოვანთა ფოტოსურათები დაამონტაჟა, მიანიჭა პორნოგრაფიული იერსახე ბრალი წარუდგინეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)