16:05 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 14:23:35, 1101 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად ე.წ. მატროსოვის ციხესთან მისი მოგვარეები შეიკრიბნენ

სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან მამა გიორგი მამალაძის მოგვარეები შეიკრიბნენ.

ისინი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამა გიორგის და სახელმწიფოსგან საქმის გამოძიებას ითხოვენ.

"მე პირადად ვიცნობ მამა გიორგის და ის ჩემთანაც ყოფილა სახლში. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარება, რომ ის უდანაშაულოა. ამიტომ საჭიროა გამოძიება ბოლომდე მივიდეს" , - განაცხადა ნინო მამალაძემ.

შეკრებილები აცხადებენ, რომ მამა გიორგი მამალაძის ნათესავები არ არიან და ადგილზე უბრალოდ მის მხარდასაჭერად მივიდნენ.

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში, ნავთლუღში მდებარე ისტორიული შენობის ე.წ. სილოს დემონტაჟი და ნგრევა დაიწყო
სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics