|
2017-02-16 10:38:57, 1058 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი ბერლინში პატრიარქს მოინახულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბერლინის კლინიკაში 16 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს მოინახულებს. გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების 53-ე კონფერენციას დაესწრება. პრემიერი ბერლინში დაგეგმილზე ადრე მიემგზავრება, რათა პატრიარქი მოინახულოს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდგომარეობას ექიმები დადებითად აფასებენ. გუშინ უწმინდესი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ილია მეორე რეაბილიტაციის კურსს გადის. როგორც ოპერაცია ისე სარეაბილიტაციო კურსის დასაწყისი კარგად მიმდინარეობს. კლინიკიდან მას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოწერენ, რის შემდეგაც უწმინდესი რეაბილიტაციის კურსს საქართველოში განაგრძობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



