23:35 - 26 Nov, 2026
|
2017-02-15 10:23:08, 1098 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი დიმიტრი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება საუკუნის ტრაგედიად ჩაითვალოს
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას ეხმაურება. როგორც მიტროპოლიტი აცხადებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა მომხდარი საუკუნის ტრაგედიად ჩაითვალოს. „გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან“, - წერს მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



