|
2017-02-14 17:02:33, 1342 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში განსახორციელებელი პროექტები 574 978 ლარით დააფინანსა
ვაკის რაიონის გამგეობა განაგრძობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში არსებული პრობლემების მოგვარებას. გამგეობამ, ამ ეტაპზე, ამხანაგობებში განსახორციელებელი 51 პროექტი 574 978 ლარით დააფინანსა. ხელშეკრულებები 306 000 ლარზე უკვე დადებულია და ამ დროისთვის, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის სამუშაო 10 ობიექტზეა დაწყებული. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მრავალბინიან კორპუსებში შიდა წყალ-კანალიზაციის რეაბილიტაცია, ნაპრალების ამოვსების სამუშაოები, სახურავებისა და ლიფტების შეკეთება მიმდინარეობს. ნებისმიერი პროექტის დაფინანსების მისაღებად, ამხანაგობის თავმჯდომარემ თვის 1-10 რიცხვის ჩათვლით, განცხადება გამგეობაში უნდა შემოიტანოს. განაცხადთან ერთად თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ამხანაგობის წევრთა 2/3-ის ხელმოწერები; ამხანაგობის მიერ შერჩეული მეწარმე სუბიექტის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა; დეფექტური აქტი; დისკი (სადაც ჩაწერილია ხარჯთაღრიცხვა და დეფექტური აქტი); მეწარმე სუბიექტის ბრუნვა, არანაკლებ 20 ათასი ლარისა; ცნობა შემოსავლების სამსახურიდან (თუ დღგ-ს გადამხდელია) ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი (NS)
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)