|
2017-02-13 15:00:51, 1283 ნახვა
საზოგადოება
მერია: „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მუდმივ რეჟიმში გარკვეული თემებით მანიპულირებს
თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გამართულ აქციას ეხმაურება. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები სიტუაციის დაძაბვას ცდილობენ და აჟიოტაჟს ქმნიან. "დღეს დილიდან თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მცირე ჯგუფი შეიკრიბა. პარტიის წევრები და მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ დრომდე მიზანმიმართულად სიტუაციის დაძაბვას და შენობაში შეჭრას ცდილობენ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საკითხს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჟიოტაჟის შექმნასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, არაერთხელ გაეცა პასუხი ღიად და თემასთან დაკავშირებით ყველა მედიასაშუალებას მიეწოდა შესაბამისი ინფორმაცია. თბილისის მერია არ გაცდენია კანონიერების ფარგლებს და იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დამატებითი კითხვები კონკრეტული პირების მხრიდან, მათ შეუძლიათ სასამართლოს მიმართონ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პარტიის აქტივისტების მცირე ჯგუფი მაინც ცდილობს თემის ირგვლივ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას, რაც გასაგებ მიზნებს ემსახურება - „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად მუდმივ რეჟიმში გარკვეული თემებით მანიპულირებს. რაც შეეხება იმ საკითხს, რომ მერიის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული არის საზოგადოებრივი სივრცე, სადაც შესვლა თავისუფალია, გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქციის მონაწილეების შენობაში შეჭრა მერიის თანამშრომლების საქმიანობასა და ადმინისტრაციული ორგანოს გამართულ ფუნქციონირებას ხელს შეუშლიდა, რაც უსაფრთხოების სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ აღკვეთა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)