|
2017-02-12 16:03:55, 1370 ნახვა
საზოგადოება
მერია, სოციალური ქსელის მეშვეობით, მათი სახელით დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება
თბილისის მერია, სოციალური ქსელის მეშვეობით, თბილისის მერიის სახელით დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებას ეხმაურება. "დღეს დილიდან, თბილისის მერიის სახელით, სოციალურ ქსელ ფეისბუქის საშუალებით ვრცელდება გარკვეული შინაარსის დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომელიც თბილისის მერიას არ ეკუთვნის. ფეისბუქის გვერდი ( https://goo.gl/usVtNq ), რომელიც ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის ანტირეკლამას ეწევა, არ წარმოადგენს თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდს (https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/?ref=bookmarks ). თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ინფორმაციის წაკითხვისას და არ დაეყრდნონ ფეისბუქის ყალბი გვერდების მიერ გავრცელებულ ფაქტებს. მსგავსი სახის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებამდე კი, მეტი დაკვირვების შემთხვევაში, ვფიქრობთ, შესაძლებელია ყალბი გვერდის უწყების ოფიციალური, ავტორიზირებული გვერდისგან გარჩევა",-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



