|
2017-02-10 17:38:12, 1027 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებისთვის დეპუტატების დასჯის ინიციატივით გამოდის
საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს ზოგადი წინადადებით მიმართა, რომელიც დეპუტატების მიერ სიძულვილის ენის ან დაუცველი ჯგუფების მიმართ სხვა სახის შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას ეხება. ომბუდსმენი ზოგად წინადადებაში მიუთითებდა, რომ 2016 წლის 3 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა გოგი თოფაძემ შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები, პარლამენტარმა თამაზ მეჭიაურმა კი ამ სინდრომის მქონე ადამინებს „ავადმყოფები“ უწოდა. წინადადებაში ასევე ასახულია პარლამენტის სხვადასხვა წევრების შეურაცხმყოფელი გამონათქვამები სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ. „სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზოგად წინადადებაში მითითებული გამონათქვამები, უმეტეს შემთხვევაში, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრებს ეკუთვნის, თუმცა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე და მოქმედი პარლამენტარების მხრიდან მსგავსი გამონათქვამების მომავალში თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა ზოგადი წინადადებით: განიხილოს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის შესაძლებლობა; პარლამენტის წევრის „მოვალეობის შესრულების“ ცნების განსაზღვრის შემთხვევაში, განიხილოს „მოვალეობის შესრულების“ ფარგლებს გარეთ გაკეთებული შეურაცხმყოფელი, „სიძულვილის ენის“ შემცველი განცხადებების, ან დანაშაულებრივი მოწოდებების გამო პარლამენტის წევრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის შექმნის შესაძლებლობა; სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მექანიზმის და მისი განხორციელების ფორმების შექმნა მოხდეს ვენეციის კომისიის შესაბამის ანგარიშში განხილული მოდელების (სასამართლოს ან პარლამენტის მიერ იმის განსაზღვრა, ექცევა თუ არა პარლამენტარის გამონათქვამი მისი ინდემნიტეტის ფარგლებში) გათვალისწინებით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)